ქანთრის ქართველი შემსრულებელი

 ქართველ მელომანებში ქანთრი იმდენად პოპულარული არ არის და შედარებით ნაკლები მსმენელი ყავს, ვიდრე მუსიკის სხვა ჟანრებს, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცნობილია ქართველ კოვბოიდ წოდებული მუსიკსი შოთა ადამაშვილიშოთა, პირველად ტელეპროექტ ''ნიჭიერში'' გამოჩნდა, თუმცა თბილისის მცხოვრებნი მას რამოდენიმე წლით ადრეც იცნობდნენ, როდესაც იგი კოვბოური ქუდით და გიტარით ხელში  მიწისქვეშა გადასასვლელებში ქანთრის ცნობილ ჰანგებს აჟღერებდა. მისმა ამ იმიჯმა ქალაქის მცხოვრებთა ყურადღება მისი ქუჩაში გამოჩენისთანავე მიიქცია.



   შოთა 25 წლის არის  და წარმოშობით ბოლნისიდანაა.ის პროფესიით ჟურნალისტი  5   წელია რაც მღერის.  როგორც თავად ამბობს, სიმღერა შემთხვევით დაიწყო და  ქანთრი მუსიკისადმი ინტერესი დასავლურმა, ვესთერნ ფილმებმა და მათმა საუნდთრექებმა  გაუჩინა.  „ ძნელია, როცა თვითნასწავლი ადამიანი ცდილობს გახდეს მუსიკოსი. იმ ეტაპზე არ მიფიქრია, რომ რამეს მივაღწევდი და ჯერ კიდევ ვფიქრობდი  ჟურნალისტურ პროფესიას გავყოლოდი. დრო რომ გავიდა რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ საკმაოდ  უხდება შენი ხმის ტემბრი ამ ჟანრსო. დავფიქრდი. ისე მოხდა, რომ მეოთხე კურსის ბოლოს საბოლოოდ დავანებე თავი ჟურნალისტიკას და მთლიანად გადავერთე მუსიკაში.“ – ამბობს მუსიკოსი.
 ქანთრი მუსიკის ქართველი შემსრულებელი წერს სიმღერებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. აქ კი შემოგთავაზებთ სიმღერებს მისი  შესრულებით ტელეპროექტიდან  ''ახალი ხმა''









No comments:

Post a Comment